სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, სუპერმარკეტში სროლას. „ესოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ქალაქ ბუფალოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევიდა და მომხმარებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
მედიის ინფორმაციით, დამნაშავე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილი პოლიციელია, რომელიც სუპერმარკეტში უსაფრთხოების თანამშრომლად მუშაობდა.