საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე ინფორმაცია მოიძიეს და საკუთარი სურვილითა და ძალისხმევით მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეიძინეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქცია თბილისში, დაბა ვაზიანის დასახლებაში, ახალციხეში, გორში, კასპში, წეროვანში, ქუთაისში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში ჩაატარეს.
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/595186371240760/?__xts__[0]=68.ARCC5bdLcIZVSQPElxRbscRxFf462JmJzEHz8V3uS0W9L6AJYQ_Xd4JZwuK7jwsP01-0M0wyIkhznBxDprPyuk0I_0YfFLeHQYXw7CHa_ETkfujgQFhKzTTPCEJBdn8n8UELluEKhIhX8sadaqM2Qo_RHyhCJP4GMVZ4oVbEXvh1DuosMV9EjvEdwVKKysLkv63BH72_QvjCqEKfinNuxLdOl_58smbMhrjIR5lGX_d0sWnp39jTKlZ9NO8IDOvPZ5MvGR0BONRSJO1agVIEK5EZqr6B6zSofJoIfPvRUj1pMAhe-YV5EJYXIoNIb8R2goA7C9o58ZvEKEBxI1ER76QjpTs82DlAQMU&__tn__=-R