LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრე კამერებს ექსპერტიზა ჩაუტარდება – მთავარი პროკურორის მოადგილე

97

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

”ამოვიღეთ ვიდეოჩანაწერები, ამოვიღეთ ის ელექტრომოწყობილობები, რომლებზეც ეს ვიდეოჩანაწერებია დაფიქსირებული და დათვალიერდა. დათვალიერების შედეგად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ვიდეოებზე არის ასახული მხოლოდ ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი და დაკავების პროცესი არ არის ასახული. დანიშნულია ექსპერტიზები და დაადგენს, თუ არის რაიმე მანიპულაციები მომხდარი ჩამწერ ელექტრონულ მოწყობილობებზე”, – განახცადა გოგაძემ.

პროკურატურის გუშინდელი განცხადებით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე დაფიქსირებული არ არის მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი.

პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. მისი თქმით, სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g