სამხრეთ ამერიკა ახლა ახალი ეპიცენტრია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს ცნობებს.
მათი ინფორმაციით, ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა იზრდება და განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარებაა ბრაზილიაში, სადაც ყველაზე მეტად ვირუსმა ამაზონელები დააზარალა.
„დაახლოებით 100 000 მოსახლეზე, ინფიცირებულია 490 პირი, ეს ძალიან დიდი რიცხვია“, – განაცხადა ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა, მაიკ რაიანმა.
ცნობისთვის, ბრაზილიამ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევებით რუსეთს გადაასწრო და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.