LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კაროლინას აეროპორტი შიშველი ქალის გამო დახურეს

ua

შტატებში ათობით ფრენა შიშველი ქალის გამო გადაიდო. შემთხვევა სამხრეთ კაროლინას შტატში მოხდა და უცნობი ქალბატონის გამო ქალაქ ფლორენსის ცენტრალური აეროპორტი რამდენიმე საათით საერთოდ დაკეტილი იყო. როგორც შემთხვევის ადგილას მყოფი ადამიანები იხსენებენ, ქალბატონი რომელსაც მხოლოდ საცვლები ეცვა, საფრენ ბილიკზე სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ ტყეში გაიქცა.

ბუნებრივია, აეროპორტის ხელმძღვანელობამ მისი მოძებნის გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ავიაბაზა დაკეტეს და პოლიციამ ტერიტორიის შესწავლა დაიწყო. მოვიანებით უცნობი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g