სამხრეთ კორეაში ლეკვებისთვის საბავშვო ბაღი გაიხსნა. ქვეყანაში ასეთი დაწესებულებები დღითი დღე პოპულარული ხდება, რადგან ადგილობრივები, ძირითადად, დღეში 8 საათზე მეტს მუშაობენ. ამიტომ ძაღლები უყურადღებოდ რომ არ ჰყავდეთ, ბაღებში დაჰყავთ.
ბაღში ცხოველებს პროფესიონალური მოვლა გარანტირებული აქვთ. აქ მათთვის შემუშავებულია სპეციალური პროგრამები, რომელშიც უამრავი აქტივობა შედის.
სუფთა ჰაერზე გასეირნება, სხვადასხვა თამაშები, კვებისა და დასვენების, ძილის საათები და არამარტო ეს-ძაღლები ხშირად ფოტოსესიასაც აწყობენ და ამით პატრონების გარეშე გატარებულ დღეს ამრავალფეროვნებენ.
მათთვის ასევე სადღესასწაულო წვეულებებიც იმართება ხოლმე.