LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი გამკაცრდება

64

საქართველოში სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი მკაცრდება.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ აქამდე  მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული ან იმპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი ხორციელდებოდა, ამჯერად  შემოწმდება ნედლეულიც, რომლისგანაც წამლები მზადდება.

„ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა წლევანდელ პროგრამაში შედის ცვლილებები, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს. ეს იქნება არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმება. თუ  აქამდე კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად მხოლოდ ადგილობრივ, სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმების ვალდებულება,“– განაცხადა დავით სერგეენკომ.

მთავრობის სხდომაზე დღეს “სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტი განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები