LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ – მაკო გომური

557
20190624_160415

საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული მაკო გომური, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

ის ხალხს მიმართავს, რომ მის ცალ თვალში მხედველობის აღდგენასთან დაკავშირებით, ილუზიები არ ჰქონდეთ. ამასთან ამბობს, რომ არ უნდა “დაიტირონ”, რადგან შესაძლოა უფრო ფატალური შედეგიც დამდგარიყო.

მაკო გომური წერილში მკურნალობის დაფინანსების საკითხსაც ეხება:

“მეგობრებო, სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. 

სროლის შემდეგ, ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!!

გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი – არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა ჩავისვავ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე “ააწყვეს” ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა (დაიხოცებიან).

გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე.

ნუ დამტირით ხალხო, საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა ამცდარი ტყვია, შეილება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მარა გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ – ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?

სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ, უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა (აქ ჯამს ამბობენ დებილები), რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს (საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა);

უბრალოდ აქ გავდივარ კონსულტაციებს, სწორად მიდის თუ არა მკურნალობა. 

გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს (ვიდეო)

მწვანე ყურსასმენებიან გოგონას ჰოსპიტალთან ხალხის ჯგუფი დახვდა

4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილობები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე.

მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!!

კიბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს.

ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილიბდი იმის გამოსწორებას, ბიქაზ ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი, ეს ისე!” – წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g