LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამმა ამერიკელმა 3 დღესა და 14 საათში ყველა შტატი მოიარა. ეს ახალი რეკორდია

47
recordusanews

სამი მეგობრისგან შემდგარმა ჯგუფმა ახალი რეკორდი დაამყარა – ამერიკის 48 შტატი მათ 3 დღეში, 14 საათსა და 19 წუთში მოიარეს. თანაც, რეკორდული დროის დასაფიქსირებლად მათ საკმაოდ მოძველებული Mercedes-Benz S550 გამოიყენეს. წარმატების მთავარ ფაქტორად ისინი არა სწრაფად გადაადგილებას, არამედ მარშრუტის ჭკვიანურად დაგეგმვას მიიჩნევენ.

რეკორდული მსვლელობის ერთ–ერთმა მონაწილემ გრუდი ლენომ გამოცემა Road&Track–ს უთხრა, რომ ყველაზე სწორი მარშუტის დასაგეგმად მეგობრებმა 60 საათზე მეტი დრო დახარჯეს. დროის ოპტიმიზაციისთვის, ზოგიერთ შტატში მათ სულ რამდენიმე წუთი გაატარეს, მაგალითად ფლორიდას შემთხვევაში მთელი მარშუტი ათიოდე მეტრს შეადგენდა.

ამერიკელებმა გაინაწილეს დასვენების დროც, რათა თითოეულს კარგად გამოძინება და საჭესთან ენერგიულად დაჯდომა შესძლებოდა. სამიდან ერთ მძღოლს სულ ეძინა და მას გაჩერებების დროსაც კი არ აღვიძებდნენ, საჭესთან ცვლილება ყოველ 4 საათში ხდებოდა. ასეთი გრაფიკის დამსახურებით მძღოლი არ იღლებოდა და კონცენტრაციასაც არ კარგავდა.

მოგზაურებმა 10 750 კილომეტრამდე მანძილი გაიარეს და მათი საშუალო სიჩქარე 125 კმ/სთ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები