სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ასევე აქტივისტ [მოძრაობა „სირცხვლილია“] ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ბარკერი აღნიშნავს, ზუკა ბერძენიშვილს ზურგიდან მიეპარნენ, სცემეს და შემდეგ გაიქცნენ:
„შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ.“ – წერს სალომე ბარკერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტივისტ ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე უწყებამ გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს თბილისში რამდენიმე უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ფოტო: რადიო „თავისუფლება“
შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ,…
Posted by Salome Barker Nikoleishvili on Tuesday 11 June 2024