LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო აქტივისტები გარემოვაჭრეების სოლიდარობის ნიშნად გარევაჭრობას გამართავენ

132
81717489-461634884441707-7851803402295050240-n

ხვალ, დედა ენის ბაღში გარემოვაჭრეეების სოლიდარობის ნიშნად საშობაო გარევაჭრობას გამართავენ სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც შვილმოკლულ მამას სოლიდარობა გამოუცხადეს.

სოლიდარობის აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა.

“კახა კალაძის ბრძანებით, 31 დეკემბერს, ღამის პირველ საათზე, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა დაარბია.

ქვეყანაში არსებული პროტესტის კვალის წაშლის მცდელობისას, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის მანქანებით გაიტანეს მალხაზ მაჩალიკაშვილის კუთვნილი კარავი, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე მესამე წელია დგას.

იმავე ღამით, ათამდე აქტივისტის უკანონო დაკავების შემდეგ, ტერიტორიაზე საპროტესტო კარვების ნაცვლად მერიამ ჯერ ზვიგენის ფორმის ბატუტი გაბერა, თუმცა მალევე ჩაფუშა და ახალი გასართობი კონსტრუქციები და სავაჭრო დახლები დაამონტაჟა.

2 იანვარს მერიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ და გარემოვაჭრეებისგან პარლამენტთან გადასვლა მოითხოვეს. თუმცა მათი დიდი ნაწილი ამას არ თანხმდება.

ზოგი ამის მიზეზად პარლამენტის ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობებს და კარვების გატანას ასახელებს, ზოგი კი შესაძლო ნაკლებ შემოსავალს.

“პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს კაცი [მალხაზ მაჩალიკაშვილი] ტირის, აქ შვილებს ნუ მოიყვანთო. იქ გოგონას დათხარეს თვალი და სისხლიანი აქციები იყო. ხალხი მთელი ზაფხულის განმავლობაში იდგა პარლამენტთან. მე იქ ბუშტს ვერ გავყიდი და იმას ჩემს შვილიშვილებს ვერ ვაჭმევ…” – განაცხადა ერთერთმა გარემოვაჭრემ.

მერია ირწმუნება, რომ რესპუბლიკის მოედანზე მხოლოდ მცირე მეწარმეების დახლებია განთავსებული და ტერიტორიაზე “უწესრიგობას” და “ქაოტურ გარევაჭრეობას” ვერ დაუშვებს.

გარემოვაჭრეები საკუთარ ოჯახებს საახალწლოდ გაყიდული ნივთების შემოსავლით არჩენენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ ადამიანებმა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს.

აუცილებელია მათ ვანახოთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვარ.

5 იანვარს ვიკრიბებით დედაენის ბაღში საშობაო მარკეტზე, მოიტანეთ თქვენი ნივთებიც. :)”-წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g