LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდა, შეინიშნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციაც“ – სახალხო დამცველი ანგარიშს წარადგენს

38
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესებულია.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში ასევე შეინიშნება გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვის ტენდენცია და შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევები:

„სამწუხაროდ, კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები გაიზარდა. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებაზე მათი დაუშვებლობა და დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია შეკრების უფლების შეუფერხებელ რეალიზაციასთან, ამ მხრივ, მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომ შეკრების დროს კვლავ გამოიყენება დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

სამართალდამცველები შეკრების მართვის და დაშლის შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ და დაკავების შემთხვევები ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას“, – განაცხადა ლომჯარიამ ანგარიშის წარდგენის დროს.

პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაასრულა – იხილეთ სია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g