LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო კომპანიას „ოსტატი“ ზაჰესში პირველ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეთავაზება აქვს

907
ეთო ნებიერიძე

სამშენებლო კომპანია „ოსტატი“, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და დეტალებზე განსაკუთრებულად ზრუნავს, მიმდინარე წელს საინტერესო შეთავაზებითა და სიახლით ასრულებს.

ეთო ნებიერიძე, სამშენებლო კომპანიის „ოსტატი“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:

– „ოსტატმა“ საქმიანობა 2016 წელს დაიწყო და დღეს სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთ სანდო და წარმატებულ ბრენდად ითვლება. ჩვენს ანგარიშზე ირიცხება ათეულობით დაკვეთით შესრულებული პროექტი – როგორც კერძო, ისე კორპორაციული ობიექტები. „ოსტატს“ ენდობიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდები და დიდი კომპანიები, რომლებიც ხარისხსა და სიზუსტეს პირველ ადგილზე აყენებენ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში „ოსტატმა“ სახელი დაიმკვიდრა, როგორც პროფესიონალების გუნდმაც, რომელიც მშენებლობას მხოლოდ როგორც საქმეს კი არა, არამედ როგორც პასუხისმგებლობას აღიქვამს. ჩვენი სურვილია, მობინადრეებს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ადამიანები უკეთ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ კომპანია „ოსტატი“ ბინის შეძენის შემდეგაც აგრძელებს ზრუნვას მაცხოვრებლებზე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მობინადრე თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობდეს.

– კომპანია „ოსტატი“ სპეციალიზებულია დაკვეთით შესრულებულ სამშენებლო პროექტებზეც.

– დიახ, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ობიექტი ინდივიდუალურად იქმნება, კონკრეტული კლიენტის საჭიროებებისა და ხედვის მიხედვით. კომპანია სრულად მართავს პროცესს – პროექტირების ეტაპიდან მშენებლობის დასრულებამდე, რითაც უზრუნველყოფს შედეგს, რომელიც ზუსტად პასუხობს დამკვეთის მოლოდინს.

„ოსტატი“ თანამშრომლობს როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე დიდ კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან. ოსტატის შესრულებული ობიექტები მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, კომერციულ შენობებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტებსაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის გამოცდილებას და მრავალმხრივ შესაძლებლობებს.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ოსტატის მიერ დაკვეთით შესრულებული პროექტის, სკოლის „ახალი თაობა“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება. „ოსტატმა“, დაახლოებით, 14 000 კვადრატული მეტრი სრულად აითვისა, ტერიტორიაზე განთავსდა ორი სასწავლო კამპუსი, რომელიც აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, შესაბამისად, მომავალ თაობას შესაძლებლობა ექნება, ისწავლოს ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

– „ოსტატის“ მიმდინარე შეთავაზებაზე გავამახვილოთ ყურადღება.

– მათთვის, ვინც ბინის ყიდვით არის დაინტერესებული, „ოსტატს“ განსაკუთრებული შეთავაზება აქვს – ჩვენს მიმდინარე პროექტში, „პანორამა ზაჰესში“ ბინის ყიდვის შემთხვევაში, გადახდას ნახევარი წლის განმავლობაში, შიდა უპროცენტო განვადებით შეძლებთ. კორპუსი თითქმის მზადაა – მშენებლობა დასრულდება ორ თვეში, ბინები ბარდება პრემიუმ ხარისხის, მწვანე კარკასის მდგომარეობით. კორპუსი მდებარეობს ავჭალის #7გ-ში – სულ რაღაც სამი წუთის გზაზე ერთ-ერთი მასშტაბური სავაჭრო ცენტრიდან.

„პანორამა ზაჰესი“ არის პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ზაჰესში. ჩვენი ექსკლუზიური კონცეფციის დახურული უბანი გთავაზობთ სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და ყველა იმ უპირატესობას, რაც თანამედროვე, გამორჩეული სტანდარტების საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს. ტერიტორია მოიცავს გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ეზოებს, დახურულ ავტოსადგომსა და 24 საათიან ვიდეოკონტროლს.

– როგორც ვიცით, ახალ პროექტზეც დაიწყეთ მუშაობა.

– დიახ, უახლოეს მომავალში „ოსტატი“ახალ პროექტს წარადგენს, მულტიფუნქციურ  საცხოვრებელს მუხიანში, სადაც ყველა დეტალი გათვლილი იქნება მომავალი მობინადრის ყოველდღიური კომფორტის შესაქმნელად – განაშენიანებიდან დაწყებული, ფუნქციური და კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი დამთავრებული. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მალე გავასაჯაროებთ. მანამდე კი, ჩვენი მომსახურებითა და პროექტებით დაინტერესებულ პირებსა, თუ კომპანიებს შეუძლიათ მოგვმართონ სოციალურ ქსელებში არსებულ ჩვენს გვერდებზე, ჩვენს ვებგვერდზე და ტელეფონის ნომრებზე: 0322 060 060; (+995) 544 22 24 44.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g