პრემიუმ ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალები, ქართულ ბაზარზე მორგებულ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებად – ამ ყველაფერს მომხმარებელს კომპანია „პრაქტიკა“ სთავაზობს, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2 წლის წინ დაიწყო.
პროდუქცია, რომლის რეალიზაციასაც „პრაქტიკა“ ახდენს ევროპული ხარისხისაა, ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული და, რაც მთავარია, სერტიფიცირებულია.
„ჩვენი ოფიციალური მომწოდებლები არიან ისეთი განვითარებული ევროპული ქვეყნები, როგორებიცაა: საბერძნეთი, გერმანია და იტალია. აბსოლუტურად ყველა პროდუქტს მოჰყვება სერტიფიკატი, რაც ასე იშვიათობაა ქართული ბაზრისთვის. ძირითადად ვახდენთ საღებავების, ჰიდროსაიზოლაციო მასალების, ლაქების, ეპოქსიდის ფისის, სილიკონებისა და ქაფების, ასევე სამღებრო ინტრუმენტების რეალიზაციას. ჯერჯერობით ვფლობთ ერთ საბითუმო შოურუმს თბილისში, ცაბაძის 4 ნომერში, საიდანაც ხდება ჩვენი პროდუქციის გატანა. ამასთან, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ელიავას ბაზრობაზე, მსხვილ სავაჭრო ქსელებში. აღმოსავლეთ საქართველოში გვყავს რამდენიმე დილერი, ასევე ქუთაისსა და ბათუმშიც… სამომავლოდ ვგემავთ თბილისში საცალო მაღაზიის გახსნასაც. ამ ეტაპზე, ქვეყანაში შექმნილი ეპიდ. სიტუაციიდან გამომდინარე, გაყიდვებს ონლაინ ვახორციელებთ. მომხმარებლები გვწერენ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და უკვეთავენ სასურველ პროდუქციას. მიწოდება დედაქალაქის მასშტაბით უფასოდ ხდება, რეგიონებში კი – შეთანხმების საფუძველზე“, – აცხადებენ „პრაქტიკაში“.
კომპანიის ინფორმაციით, მათი მთავარი მიზანია, მომხმარებლების ინტერესებსა და ფინანსებზე მაქსიმალურად მორგება და სწორედ ამიტომ, კომპანია ,,პრაქტიკა’’ გთავაზობთ პრემიუმ ხარისხს ეკონომიურ ფასად.
„მხოლოდ საღებავებზე რომ ვისაუბროთ, აქ ჩვენი მომწოდებელი საბერძნეთში ნომერ პირველი ბრენდი „ვეხროა“ (Vechro), რომელიც გიგანტი კომპანიაა და ევროპაში მესამე პოზიციაზე იმყოფება ეკოლოგიურად სუფთა საღებავების რეალიზაციით. ეს არის უმაღლესი ხარისხის, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული, სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა საღებავები, რომლებიც ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, უკონკურენტოა, როგორც ხარისხით , ისე ფასით. 200 ათასამდე ფერის დამზადება შეგვიძლია ადგილზე, კლიენტის სურვილის მიხედვით. ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა პროდუქტია ჩვენი ლაქებიც…
ჰიდროიზოლაციაზე კი გეტყოდით, რომ კომპანია „პრაქტიკა“ არის ,,ჰიდრიზოლაციის ექსპერტი’’ ბაზარზე. კომპანიის პარტნიორები არიან, საბერძნეთის ისეთი უმსხვილესი კომპანიები ჰიდროსაიზოლაციო მასალების წარმოების სფეროში, როგორებიცაა: ,,ნეოტექსი’’(Neotex), ელასტოტეტი (Elastotet), ნოვამიქსი (Novamix). კომპანია ,,პრაქტიკა’’გთავაზობთ სრულ ჰიდროსაიზოლაციო მომსახურებას ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ელასტიური მემბრანა, პოლიურეთანი და პოლიურია, ცემენტოვანი იზოლაცია აუზებისთვის, ელასტიური საღებავები სახურავისთვის, აუზისთვის, კედლისთვის და ა.შ. რომლის მუშაობის რესურსი მინიმუმ 10-დან 30 წლამდეა. ჩვენი მომსახურებით სარგებლობს ყველა, ვისაც სჭირდება გარანტირებულად საიმედო ჰიდროიზოლაცია კონკურენტულ ფასად“,- განმარტავენ კომპანიაში და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ პრემიუმ ხარისხი მათთან წარმოდგენილი ყველა დასახელების პროდუქტის შემთხევაში დაცულია.
ცნობისთვის, „პრაქტიკაში“ ამ ეტაპზე 14 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, ცხადია, იგეგმება როგორც საქმიანობის გაფართოება, ისე კადრების რაოდენობის გაზრდაც.
„პრაქტიკას“ ფესბუქგვერდის მისამართია:https://www.facebook.com/practicegeorgia
გაშვებულია სატესტო რეჟიმში ონლაინ მაღაზიაც https://bau.b2c.ge/