LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy S8 ორი მოდიფიკაციის სახით იქნება წარმოდგენილი

28

2016 წელი სამსუნგისთვის მძიმე აღმოჩნდა. Galaxy Note 7 – სწორედ ის პროექტი აღმოჩნდა, რომელმაც კორეული კომპანიის მოსალოდნელი წარმატება კრახით დაასრულა. Samsung-ის სპეციალისტებმა იციან, რომ ძველი დიდებისა და ხალხის ნდობის დასაბრუნებლად საჭიროა რაღაც მასშტაბური.

ინსაიდერების ცნობით, კომპანია 2 მოდელის წარმოდგენას გეგმავს. Galaxy S7-სა და S7 Edge-ისგან განსხვავებით, ახალი მოწყობილობა გაუმჯობესებული პარამეტრებით იქნება წარმოდგენილი.

ახალი პროექტის სახელი ლოგიკურია – Galaxy S8.

Galaxy S8 ორი მოდიფიკაციის სახით იქნება წარმოდგენილი. Galaxy S8 და S8 Edge. სტანდარტული Galaxy-ს ვერსია აღჭურვილი იქნება 5.1 ინჩიანი Amoled ტიპის QHD დისფლეით, ხოლო 5.5 ინჩიანი S8 Edge მოდელი 4K დისფლეით და ორმაგი კამერით. ორივე დივაისი ერთმანეთისგან პროცესორებითაც განსხვავებული იქნება. 5.1 ინჩიანი გაჯეტი Snapdragon 830-ით დაკომპლექტდება, ხოლო 5.5 ინჩიანი მოდელი Exynos 8895-ზე იმუშავებს.

როგორც Samsung-ის წარმომადგენლობა ირწმუნება, ისინი დამოუკიდებელი ასისტენტის ჩაშენებას აპირებენ მოწყობილობაში, რომელიც Viv-ის სახელითაა ცნობილი. ბუნებრივია, პერსონალური ასისტენტი Google Assistant, Apple Siri-ისა და Microsoft Cortana-ს კონკურენტი იქნება.

მოდელები 2017 წლის MWC კონგრესზე იქნება წარმოდგენილი.