სმარტფონების სკანდალის შემდეგ კომპანია „სამსუნგს“ 3 მლნ სარეცხი მანქანის უკან გაწვევაც მოუხდა, რადგან, Galaxy Note 7-ის მსგავსად, სარეცხი მანქანებიც აფეთქდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეცხის გაწურვისას მანქანა ფეთქდება და სხეულის დაზიანების საშიშროებას ქმნის. ამასთან, „სამსუნგის“ წარმომადგენლების თქმით, აფეთქება, შესაძლოა, თეთრეულის, წყალგამძლე ან დიდი მოცულობის ნივთების გარეცხვისას სწრაფად დატრიალების დროს მოხდეს. ბარაბანი კარგავს ბალანსს, რაც იწვევს ზედმეტ ვიბრაციას და ხუფს ხდის.
დამატებითი დეტალების შესახებ კომპანიაში არ საუბრობენ.
