სამხრეთ კორეულმა გიგანტმა კომპანიამ „სამსუნგი“ 6G სისტემის პირველი სადემონსტრაციო ტესტი ჩაატარა. 6G წინამორბედზე სწრაფია და შეყოვნებაც ნაკლებად ახასიათებს. მონაცემთა გადაცემის სიჩქარის პიკური მაჩვენებელი, 5G-საზე დაახლოებით 50-ჯერ მეტია. 5G კომუნიკაციის საოპერაციო სიხშირე დაახლოებით 40 გიგაჰერცია. 6G სისტემით, სიხშირე 100 გიგაჰერცს ასცდება და ტერაჰერცის სპექტრს მიუახლოვდება.
„სამსუნგმა“ 6G-ს პირველი ტესტი, სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა.