სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „კოლორპაკმა“ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო.
შპს „კოლორპაკი“ გაფართოებამდე ბეჭდურ მომსახურებას ახორცილებდა, თუმცა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ეტიკეტის, შესაფუთი და სარეკლამო მასალების ბეჭდვა და ტრანსპორტირება შეძლო.
კომპანია „კოლორპაკი“ წარმატებით ახორციელებს როგორც, ღვინის, წყლებისა და წვენების ეტიკეტების, ასევე ქაღალდის შესაფუთი მასალების წარმოებას.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საწარმოში დამატებით 15 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო ჯამურად კომპანიაში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.
კომპანიის სამომავლო გეგმები პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის ზრდას მოიცავს, ამასთანავე შპს „კოლორპაკი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
შპს „კოლორპაკი“ თბილისში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის „კოლორპაკში“ სამუშაო პროცესს გაეცნო და სამთავრობო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტექნოლოგია და წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.