LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთს იტალიური კომპანია ააშენებს

709

ავტობანზე, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთს იტალიური კომპანია Todini Construzioni Generali ააშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკვე მისცა.

მესამე ლოტის ფარგლებში 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას მოხდება, რასაც ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში – ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სულ 51.5 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება და ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის გაგრძელებაა. ამ გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g