LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნები დათუნა, იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს და ერთად გავიმარჯვებთ“ – წყნეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს თანაგუნდელები ემოციურ პოსტს უძღვნიან

2690
დათუნა ჟღენტი

საკალათბურთო კლუბი „ქარი • B.C. Qari“, რომელშიც წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული დათუნა ჟღენტი თამაშობდა, მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: 

„სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნები დათუნა, იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს და ერთად გავიმარჯვებთ“. – წერს კლუბი.

შეგახსენებთ, რომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად, 15 წლის მოზარდი, დათუნა ჟღენტი დაიღუპა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

უბედური შემთხვევა სკვერში მოზარდების თამაშის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკვე­რის მიმ­დე­ბა­რედ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

„ინფორმაცია, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა“ – რა განცხადებას ავრცელებს ვაკის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით

რო­გორც ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა მედიასთან საუბრისას აღ­ნიშ­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ცდი­ლობ­დნენ მო­ზარდს სას­წრა­ფოს მის­ვლამ­დე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რას ჰყვებიან წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველები: „15 წლის ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს“

mazda magti 5g