LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერც ვიფიქრებდი რომ ეს უკანასკნელი „მადლობა მას“ იქნებოდა.. ახლა მე გიხდი მადლობას“ – წყნეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს მასწავლებელი ემოციურ პოსტს უძღვნის

494
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

წყნეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს, დათუნა ჟღენტს სოციალურ ქსელში მისი პედაგოგი ემოციურ პოსტს უძღვნის.

„არ გამოვირჩევი პოსტების წერით მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემს დარდს და ემოციებს მხოლოდ ჩემთვის ვერ ვიტოვებ.. დათუნა, ჩემო ბიჭო, ჩვენი ურთიერთობის კადრები მთელი დღეა თან დამყვება.

ალბათ, ათასჯერ მაინც წავიკითხე შენი მონაწერები, ბოლოს 12 ივნისს მომწერე და ალბათ, ვერც ვიფიქრებდი რომ ეს უკანასკნელი „მადლობა მას“ იქნებოდა..

„სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნები დათუნა, იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს და ერთად გავიმარჯვებთ“ – წყნეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს თანაგუნდელები ემოციურ პოსტს უძღვნიან

საკალათბურთო კლუბი „ქარი • B.C. Qari“, რომელშიც წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული დათუნა ჟღენტი თამაშობდა, მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება.

დათუნა, ახლა მე გიხდი მადლობას, რომ შენი მასწავლებელი მერქვა.. ჩვენო დიდი ტკივილო უზომოდ დაგვწყვიტე გული და უდიდესი სიცარიელე დაგვიტოვე..

მაგრამ გპირდები, დათუნა, რომ შენი კლასელები და გვანცა მასწავლებელი არასდროს დაგივიწყებს..“, – წერს გვანცა ურუშაძე.

 

 

Posted by Gvantsa Urushadze on სამშაბათი, 11 ივლისი, 2023

 

შეგახსენებთ, რომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად, 15 წლის მოზარდი, დათუნა ჟღენტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი სტუმრად იმყოფებოდა.

უბედური შემთხვევა სკვერში მოზარდების თამაშის დროს მოხდა.

„ინფორმაცია, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა“ – რა განცხადებას ავრცელებს ვაკის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რას ჰყვებიან წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველები: „15 წლის ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები