დღეს ტელეწამყვან თაკო ჩორგოლაშვილს განსაკუთრებული დღე აქვს – დღეს მისი ქალიშვილის დაბადების დღეა.
ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ვიდეოკოლაჟი გააზიარა, რომელიც შვილთან დაკავშირებულ ცხოვრების ყველაზე საინტერესო და სახალისო მომენტებს აერთიანებს.
„სამუდამოდ ვარ შენზე შეყვარებული! ჩემი გულისთქმის პასუხი შენ ხარ, დე! ხელშესახები სასწაული… შენით ვისწავლე სიყვარული რომელიც არასდროს იღლება…შენ ხარ სიკეთის და გულწრფელობის მაგალითი ჩემთვის! ამ დღეს შენი სუნთქვა ჩემი გულის ახალი რიტმი გახდა… დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი თარიღი 15 იანვარია!“, – წერს თაკო ჩორგოლაშვილი.



