„მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისას ანტირუსული ლოზუნგები ისმის,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ზახაროვას თქმით, ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს. მისივე თქმით, საქართველოს არჩევნები შიდაპოლიტიკური პროცესია, რომელიც არ დასრულებულა.
„ეს საქართველოს შიდა საქმეა. ჩვენ მხოლოდ დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, ისმოდა ანტირუსული ლოზუნგები. ეს სამწუხაროა და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს. მოდით, მივცეთ საქართველოს მოსახლეობას საშუალება, გააკეთონ ობიექტური არჩევანი გარედან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მივცეთ მათ საშუალება, საკუთარი თავისთვის და თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის პრინციპული არჩევანი. როდესაც ის გაკეთდება, ჩვენ ყველა შეკითხვას შესაბამის პასუხს გავცემთ,“ – განაცხადა მარია ზახაროვამ.
