LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ დღეს, ქუთაისში ნამახვანის მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ ჩაშალეს შეხვედრა: ვახტანგ ჭარაია

119
1556108846-Wara

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებულ მოვლენებს, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია Facebook-ზე ეხმიანება. როგორც ჭარაია წერს, დღეს ქუთაისში უნდა გამართულიყო შეხვედრა, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობაზე, მის ტექნიკურ მახასიათებლებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, რაც ვერ შედგა, რადგან “ჰესის მოწინააღმდეგეებმა შეხვედრა ჩაშალეს”.

ჭარაიას განცხადებით, “ეს ქმედება მრავალი მიმართულებით აჩენს ეჭვებს”. მისივე განცხადებით, აქამდე “ჰესის მოწინააღმდეგეები ფინანსურ ნაწილზე აკეთებდნენ აქცენტს, რომ საქართველოს ეს პროექტი არ აწყობდა”, “ახლა მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზეა გადატანილი, თუმცა “დაინტერესებულ პირებს” არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა”.

ინფორმაცია თითქოს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეჩერდა არასწორია – ეკონომიკის სამინისტრო დეტალებს განმარტავს 

ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს ქუთაისში სადაც ნამახვანის მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ ჩაშალეს შეხვედრა, ზუსტად იმ ადამიანებთან ვისაც პასუხი უნდა გაეცა სწორედ ჰესის ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომელზეც ხდებოდა ხოლმე მთელი ამ დროის განმავლობაში პრეტენზიების წაყენება. ეს არამხოლოდ სამწუხაროა, არამედ ეჭვებსაც აჩენს მრავალი მიმართულებით…

არადა, მინისტრებმა დღეს ძალიან სერიოზული წინადადებები ჩაიტანეს ქუთაისში:

– „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება!

– ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გადამოწმდება წარმოდგენილი კვლევები, რომელიც აქამდე ეჭვს ბადებდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში;

– ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დაინტერესებულ დამოუკიდებელ ექსპერტებს;

– შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს.

– დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს და უზრუნველყოფს მეტ გარანტიას, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული

– ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს.

აქამდე იყო პრეტენზია, რომ ფინანსურად არ გვაწყობდა ეს პროექტი, რაც გამოვლინდა რომ ასე არ ყოფილა. ახლა მთავარი აქცენტი ოპონენტებმა გადაიტანეს უსაფრთხოებაზე, რაც აგრეთვე სუსტი არგუმენტებითაა გამყარებული, თუმცა ამასაც ვხედავთ რომ დიდი ყურადღება დაეთმობა, მაგრამ ახლა ოპონენტებს ამისი მოსმენაც არ სურთ და ღმერთმა იცის კიდევ რას მოიფიქრებენ.

დასკვნები თქვენთვის მომინდია… თუმცა, ძალიან სამწუხაროა რომ “დაინტერესებულ პირებს” არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა…” – წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ჭარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g