მარიუპოლში სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეხმიანება.
ბლინკენი გუშინ მომხდარს ლენინგრადის ბლოკადას ადარებს და თვალსაჩინოებისთვის 1942 წლისა და 2022 წლის ორ ფოტოს აქვეყნებს:
“ყველა რუსმა შეიტყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ალყის შესახებ. სამწუხაროდ, ისტორია განმეორდა, მაგრამ ახლა, რუსეთის მთავრობა უკრაინის ქალაქებს სასტიკად ექცევა”, – წერს ბლინკენი “ტვიტერში”.
Every Russian has learned about the Siege of Leningrad during World War II. Sadly, history has repeated itself—but now it’s the Russian government cruelly starving Ukrainian cities. pic.twitter.com/wjG3IgwAzH
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) March 9, 2022
შეგახსენებთ, გუშინ ქალაქ მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო სახლი დაბომბეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა “ფეიკ ნიუსია”
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: