LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მმართველი პარტიიდან, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის შეასრულოს მოცემული კრიტერიუმები – კუბილიუსი

71
ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ის ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლებისგან 12 პუნქტის შესრულების მზაობას. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“საქართველოსთვის ითქვა, რომ არსებობს 12 პირობა, რომელიც უნდა შეასრულოს და ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ ძალიან ნათელი გზავნილი ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და ეს იქნება ბიძგი მმართველი პარტიისთვის, მთავრობისთვის, რომ დაიწყონ მოქცევა სხვანაირად, მაგრამ სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ დღემდე, ასეთ ქცევას ვერ ვხედავთ მმართველი პარტიიდან, მთავრობის ლიდერობიდან, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის შეასრულოს მოცემული კრიტერიუმები. კრიტიკა აშშ-ის ელჩის, ყოფილი ევროკავშირის ელჩის მისამართით. მაკვირვებს, რომ მმართველ პარტიას, რომელმაც ევროკომისიამ და საბჭომ ანახა, წაუყენა 12 მოთხოვნა, იმის ნაცვლად, რომ ევროპული საბჭოს დასკვნის შემდეგ გაეაზრებინათ ის, რომ განსხვავებულად უნდა ემოქმედათ, გააგრძელეს იგივე გზით – გააგრძელეს აგრესიული ენის გამოყენება, ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ, ასევე დაადანაშაულეს ყოფილი ევროკავშირის ელჩი, ეს არის ბავშვური ქცევა, წარმოუდგენელი რამ. თუ ქვეყანას სურს გახდეს ევროპის თანამეგობრობის წევრი, ესე არ უნდა იქცეოდეს. არის შეცდომები მმართველი პარტიის წევრების მიერ, რომელიც იყო დასახელებული საბჭოსა და კომისიის მიერ და მმართველმა პარტიამ უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა და არ დაადანაშაულოს სხვები საკუთარი შეცდომებისთვის”, – განაცხადა კუბილიუსმა “ფორმულასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g