LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ვერც დღეს დავინახეთ ვერანაირი მინიშნება, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკაში სიახლეა – ზურაბ აბაშიძე

101

გვერდი ვერ ავუარეთ იმ ვითარებას, რაც შექმნილია საოკუპაციო ხაზზე, მხედველობაში მაქვს ადამიანის გატაცებები, ორ ქვეყანას შორის არსებული ძალიან სერიოზული პრობლემები, – საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გამართულ შეხვედრას აფასებს.

„ჩვენი ხედვა მათთვის ცნობილია. მათი მხრიდანაც ახალი ვერაფერი მოვისმინეთ. მათი ხედვა საერთო ჯამში მიდის პოლიტიკურ მიდგომამდე, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და თქვენ მათ უნდა ესაუბროთ ყველა პრობლემაზე. რუსეთი არაფერ შუაშია არ არის. ასეთია რუსეთის მიდგომა და ეს მიდგომა ქმნის იმ ჩიხურ ვითარებას, რომელშიც ქართულ-რუსული ურთიერთობები მოექცა 2008 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა ამ ორი რეგიონის ე.წ.დამოუკიდებლობა.

სამწუხაროდ, ვერც დღეს ვერ დავინახეთ ვერანაირი მინიშნება, რომ რაღაც სიახლეა ამ თვალსაზრისით რუსეთის ხედვებში, მიდგომებში, რუსეთის პოლიტიკაში და ეს არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, მათი ხედვაა, რომ დიალოგი იმ საკითხებზე, სადაც შეხების წერტილები არსებობს, უნდა გაგრძელდეს და ამ პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

„ისინი მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ ეს რთული დიალოგი. რაც შეეხება ჩვენს პრაქტიკულ მიმართულებას, ვიცავთ კონკრეტული კომპანიების ინტერესებს. მხედველობაში მაქვს საავიაციო, საავტომობილო მიმოსვლა, სატვირთო გადაზიდვები. ეს ყველაფერი ძალიან იზრდება. გვაქვს მზარდი დინამიკა. სავაჭრო ბრუნვა 24 % -ით არის გაზრდილი. ამას ყურადღება სჭირდება. ამაში უამრავი ქართული კომპანიაა ჩართული. მათ აქვთ ტექნიკური ხასიათის და ზოგადი ხასიათის პრობლემები, ამას ვცდილობთ მივხედოთ. ჩვენს დელეგაციაში არიან ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დავბრუნდებით საქართველოში და შევეცდებით, რომ ადგილზე მოვუნახოთ ამ ყველაფერს შესაბამისი გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g