LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამყარო ამღვრეულია, ადამიანები თუ ქვეყნები ერთმანეთს მუქარით ელაპარაკებიან და ბომბებს ესვრიან მაგრამ გაზაფხული მაინც მოვიდა“ – რაზე წერს გია მურღულია

136
Untitled-design-34

გია მუღულია სოციალურ ქსელში გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ჩანაწერს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში წელიწადის დროები პირობითად ორ მთავარ პერიოდად შეიძლება დაიყოს.

„პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში წელიწადის ორი დროა – ზამთარი და ზაფხული.

დანარჩენი ორი დრო მათი მომასწავებელია:

გაზაფხული მიანიშნებს ზაფხულის მოახლოებას, ხოლო შემოდგომა – ზამთრისას.

მარტი უკვე გაზაფხულია.

სინათლემ და სითბომ უნდა მოიმატოს.

ამ ორს კი თავისი მშვენიერი განწყობა მოაქვს.

ზამთარმა მოგვათოვლა, მაგრამ ამ განწყობას ვეღარ შეცვლის.

სჯობს დაიძინოს და თავისი დაბრუნების დროს დაელოდოს – მოვა ისიც.

სამყარო ხომ წრეზე ტრიალებს.

ახლა კი წრის თბილ და ნათელ მხარეს ვართ.

სიცოცხლე თავს აღარ იფარავს – მთელი ძალითა და სილამაზით მოდის ჩვენთან.

ბუნება ფერადდება – ადამიანის მიღმაც და მის სულშიც.

ახლა მზეც მეტია, ვარსკვლავებიც, კეთილგანწყობაც და ღიმილიც.

სამყარო ამღვრეულია, ადამიანები თუ ქვეყნები ერთმანეთს მუქარით ელაპარაკებიან და ბომბებს ესვრიან მაგრამ გაზაფხული მაინც მოვიდა.

ღმერთი თავის საქმეს არ აჩერებს.

ჩვენ კი კვლავ უნდა ვიკითხოთ ის, რაზეც გრიგოლ ორბელიანი ლაპარაკობდა:

“ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა?”

რა უნდა გაზაფხულს გარეთ, თუ მისთვის ადამიანის სულში ადგილი არ არის?

“გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია”.

ის ია სიყვარულია.

კაცი მხოლოდ სიყვარულით თუ გაიზაფხულებს.

ბედნიერება კალენდარში არ არის – გულშია“, – წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g