ვენეციაში რევაზ ლაღიძის უკვდავი „თბილისო“ გაისმა.
ვიდეო ტიკ-ტოკში სოციალური ქსელის მომხმარებელი mariamoavala7 ავრცელებს.
კადრებში ჩანს სან-მარკოს მოედანზე მდებარე კაფე Avena და მუსიკოსები, რომლებიც ლეგენდარულ ქართულ სიმღერას ვიოლინოზე, ვიოლონჩელოსა და საყვირზე ასრულებენ.
„სან-მარკოზე თბილისო, განცვიფრებული ვარ“, „ჩვენი თბილისო“, „გენაცვალე ამის შემკვეთი, შენ ნამდვილი ქართველი ხარ“, „გული ამიჩუყდა“, – წერენ კომენტარებში ქართველები.