ამბროლაურში ჩასული ტურისტი ფულს ვერ ხარჯავს, რეგიონში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის კაფეები, ბარები, რესტორნები, რაც ჩამოსულ ტურისტს საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ რაჭაში, საოჯახო სასტუმრო Travelers-ის დამფუძნებელი სოსო მელაშვილი საუბრობს.
როგორც ის ამბობს, სანახაობრივად რაჭა კარგი მხარეა, მაგრამ ტურისტს გართობაც სჭირდება და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და არსებული რეალობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
„ეს ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის. ამ მიმართულებით საფიქრია, საკითხი დაყენებული მაქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტშიც, თუმცა რეაგირება ჯერ-ჯერობით არ არის,“ – აცხადებს საოჯახო სასტუმრო Travelers-ის დამფუძნებელი.