LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ჩვენ გვეძინა, „ოცნებამ“ ხმები ქურდულად დათვალა, მინდოდა, ეს ინფორმაციის სახით მეთქვა, დანარჩენს მოგვიანებით ნახავს მთელი საქართველო – მელია

70
77

ზუგდიდში, პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვება ოპოზიციას, საოლქო კომისიამ წაართვა – ამის შესახებ ნიკა მელია სპეციალურ ფეისბუქ მიმართვაში საუბრობს.

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელია დღეს სამეგრელოში ჩავიდა და ადგილზე გეგმავს სიტუაციას გაცნობას.

მელიას თქმით, გვიან ღამით ხმები ხელახლა გადათვალეს და ენმ-ს კანდიდატს, რომელსაც ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქი მოგებული ჰქონდა, წაგებულად გამოაცხადეს.

„ზუგდიდში დაუგეგმავად მომიწია ჩამოსვლა მეგობრებთან ერთად. და გეტყვი რატომ. სანამ ჩვენ გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ. მთელმა საქართველომ და არამხოლოდ საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რეალურად ოპოზიციამ საკრებულო დააკომპლექტა. ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაგრამ გუშინ ღამე „ქართული ოცნება“ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, უკანონოდ გადათვალეს ხმები ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა და ერთ- ერთ გამარჯვებულ მაჟორიტარს პირველივე ტურში, ხმების გადათვლის შემდგ ჩაუთვალეს მარცხი“.- ამბობს ნიკა მელია.

მელიას თქმით, ახლა მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და ამ ყველაფერს გაგრძელება მოჰყვება.

„არჩევნები როგორც ჩატარდა  პირადად ზუგდიდში ჩვენ ვიცით, შანტაჟით, დაშინებით, მოკრიმინალო ელემენტების ჩართულობით. ამ პირობებშიც, პირწმინდად წააგო ზუგდიდში. ხმები გადათვალეს ხუთი დღის შემდეგ და  მალულად, ვიდრე ჩვენ ყველას გვეძინა და ოპოზიცია დამარცხებულად გამოაცხადეს. ამიტომ იცოდეთ, ჩემო კარგებო. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მოგაწოდეთ ზუგდიდიდან და თავადაც იხილავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ვიცი, რომ ახლა „ოცნების“ წარმომადგენლები ამ ვიდეოს ნახავენ. ზუგდიდი ვერც მხედრიონის ტერორმა და ვერც ვერანაირმა ტერორმა ვერ დაჩაგრა. „ქართული ოცნება“ ცდილობს, არჩევნების გზით მოპოვებული გამარჯვენა წაართვას ხალხს.

მინდოდა, ეს ინფორმაციის სახით მეთქვა, დანარჩენს მოგვიანებით ნახავს მთელი საქართველო“. – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები