LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ დამტოვებდა ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის“ – დალი ჩიტალაძე დედას ემშვიდობება

463
ირაკლი ქადაგიშვილი საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე

დალი ჩიტალაძემ სოციალურ ქსელში დედის ვიდეო გამოაქვეყნა და ემოციური პოსტი დაურთო, რომელშიც ის დედას ემშვიდობება.

„როგორ მიჭირს დედა შენთან დამშვიდობება….. მიჭირს მაგრამ მოვახერხე, სანამ დამტოვებდა ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, იმ ენერგიისთვის და სიკეთისთვის რასაც თავის შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის იღებდა, იმ პოზიტივისთვის რასაც სამყაროს ჩუქნიდა თავისი არსებობით და პატიებაც ვთხოვე თუ რამე ვაწყენინე…… მიუხედავად ამისა ძალიან მტკივა…..

ჩემო თბილო და ტკბილო დედა ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა.

P.S. მადლობა გიორგი ჯაჯანიძეს ამ ინერვიუსთვის. ზუსტად ერთი წლის წინ იყო. რომ ვუთხარი ჯაჯო მოვათქო ძალიან გაეხარდა, ელოდებოდა, მკითხა რას ჩამაცმევო…იპრანჭებოდა, თან ნერვიულობდა ცუდად გამოვიყურებიო….. სამახსოვროდ დამრჩება“, – წერს დალი ჩიტალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g