სელენა გომესი Emmy 2025-დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გასაოცარი „ლუქით“ გამოჩნდა. მას მოხდენილ სხეულზე „ლუი ვიტონის“ გრძელი, ალისფერი კაბა ამშვენებდა. მას თან ახლდა საქმრო, ბენი ბლანკო, რომელიც საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა. წყვილი ფოტოობიექტივის წინაშე ერთმანეთს ეხუტებოდა და კოცნიდა.
მათ უახლეს ფოტოებს კვლავ ნეგატიური კომენტარები მოჰყვა.
„სანამ დროა, თვალები გაახილე“, „უკეთესიც შეიძლებოდა“, ვერ ვუყურებ ამ წყვილს“, „სელენა საოცრად გამოყურება“, „ძალიან შეუსაბამო წყვილია“, – წერენ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ მათ რომანს თავიდანვე ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ბენის ვიზუალზე ამახვილებდა ყურადღებას და აცხადებდა, რომ სელენას ბევრად უკეთესი პარტნიორი შეესაბამებოდა.
ცნობისთვის, წყვილს მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებს, მათი რომანის შესახებ ცნობილი 2023 წელს გახდა. Emmy-ის დაჯილდოების 76-ე ცერემონიაზე 32 წლის არტისტი და მსახიობი უზარმაზარი ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. ახლა წყვილი ქორწილისთვის ემზადება. ცნობილი ხდება, რომ მათი მეჯვარე რეალითი შოუს ვარსკვლავი და მომღერალი, პერის ჰილტონი იქნება, ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად გააჟღერა. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ წყვილი კალიფორნიაში, ჰოლივუდელი ვარსკვლავების საყვარელ ადგილზე, მონტესიტოში იქორწინებს. საქორწინო ცერემონიალი სასტუმროში, Rosewood Miramar Beach ან San Ysidro Ranch-ში, სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ უზარმაზარი სახლი შეიძინეს – ნახეთ წყვილის „სასიყვარულო ბუდე“