LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ გონს არ მოეგებიან, კიდევ ბევრი ასეთი მარში და აქცია გვექნება – სერგი კაპანაძე

78
BeFunky-collage

რისთვისაც ახლა ყველა ვიბრძვით არაა მხოლოდ ნიკა მელიას თავისუფლება, ესაა ზოგადი თავისუფლებისკენ სწრაფვა, რისი გამოხატულებაცაა ეს მარში, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერი, სერგი კაპანაძე თავისუფლების მსვლელობას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკურად მოტივირებული საკითხების შეჩერების მოთხოვნით მომავალშიც არაერთი ამგვარი აქცია დაიგეგმება.

“ლელოს” წევრები და მხარდამჭერები დაგეგმილ მსვლელობას უერთდებიან – მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება

“ხელისუფება, რომელმაც ლეგიტიმურობა დაკარგა, არჩევნები გააყალბა და ახლა ასე იქცევა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ეს ჩვენი განგრძობადი პროტესტის ერთ-ერთი გამოვლინება, კიდევ ბევრი ასეთი მარში, აქცია და ღონისძიება გვექნება, სანამ ისინი გონს არ მოეგებიან, მოლაპარაკებაზე არ წამოვლენ, არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს, არ დანიშნავენ ახალ არჩევნებს და ერთად არ მოვახდეთ საარჩევნო სისტემის რეფორმას“.- აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციის აქცია-მსვლელობა ფილარმონიასთან დაიწყო და საქართველოს პარლამენტის მიმართულებით გრძელდება.

აქციის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია – ნახეთ, სად იკრძალება გადაადგილება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g