LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ კაკისთვის ტალახის სროლას დაიწყებთ, თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი – ნინო წილოსანი

1326
wilosani

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნინო წილოსანი თავისი კოლეგის აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება.

წილოსანი პოლიტიკოსების კრიტიკამ გააღიზიანა, რომელიც აკაკი ზოიძის მიერ “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

“მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანხილზე .

სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა'”, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ მტრებსა და მეხუთე კოლონაში არა აქციის მონაწილეებს, არამედ “ნაციონალურ მოძრაობას” გულისხმობდა.

პოპულალურები