LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ბალოკი “ბედნიერია, როგორც არასდროს”-საყვარელი მამაკაცი მასთან საცხოვრებლად გადავიდა

595

სანდრა ბალოკის საყვარელი მამაკაცი ბრაიან რენდალი მსახიობთან გადავიდა საცხოვრებლად, რომ მას ბავშვების გაზრდაში მიეხმაროს, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. სანდრა ამბობს, რომ „ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს.“

ტაბლოიდების წყაროს ინფორმაციით, რენდალს საკუთარი სახლიც აქვს, თუმცა გადაწყვიტა, რომ სანდრასთან გადასულიყო საცხოვრებლად.

3151761400000578-3452369-Her_coffee_mate_The_pair_were_previously_spotted_heading_out_to_-a-31_1455779448145

3155AC1500000578-3452369-image-a-28_1455779095420

„ისინი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ,“ – ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.

ყველაზე მეტად კი ოსკაროსან მსახიობს ბრაიანისა და მისი შვილების ურთიერთობა ახარებს.

„ბრაიანი ბავშვებს საკუთარი შვილებივით ექცევა. ის არაჩვეულებრივი მამაა. სანდრა უზომოდ ბედნიერია,“ – წერენ ტაბლოიდები.

3155AC2100000578-0-image-a-27_1455777730527

3151760500000578-0-image-m-24_1455777499001

ბრაიანს მამობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, მას  22 წლის ქალიშვილი სკაილარი ჰყავს.

წყვილის ახლობლები ფიქრობენ, რომ ბალოკი და რენდალი წელს დაქორწინდებიან, თუმცა საერთო შვილის გაჩენაზე ისინი არ ფიქრობენ.
გასულ თვეს წყვილი ბავშვებთან ერთად მთის კურორტზე დააფიქსირეს. არდადეგები სანდრასთან და ბრაიანთან ერთად ბალოკის ახლო მეგობარმა, ჯენიფერ ენისტონმაც გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g