LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო რაქვიაშვილი: „ეს კანონი თუ არჩევნების შემდეგ არ გაუქმდება, პროცესი მათი ჯარიმებით დასრულდება, მათ შორის „ენჯეოების“ დახურვით“

312
სანდრო რაქვიაშვილი (1)

„ეს კანონი თუ არჩევნების შემდეგ არ გაუქმდება, პროცესი მათი ჯარიმებით დასრულდება, მათ შორის „ენჯეოების“ დახურვით, მაგრამ ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პირველ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, „ენჯეოებს“ ჯარიმები ემუქრებათ:

ნიკა მელია: „ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად, არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია.. შუა ბრძოლაში ვართ და არც მოდუნების დროა“

„არჩევნებზე ჯარიმები ემუქრებათ და ალბათ, პირველ ჯერზე ჯარიმებს გაუძლებენ, მაგრამ  არჩევნები რომ დასრულდება, კანონი გაუქმედება და ამით დასრულდება პროცესი“. – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს მხარი 84 ხმით დაუჭირეს.

mazda magti 5g