LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანგარში ვზივარ და ტელეფონით ინტერვიუს ვაძლევ, ამ დროს დაბომბვა დაიწყეს რუსებმა, უცებ ჟურნალისტი მეუბნება, შენი ხმა ცუდად მესმის და იქნებ გააჩუმოო” – კურიოზი ფრონტის ხაზიდან

783
BeFunky-collage (8)

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში საომარ მოქმედებებშია ჩართული სოციალურ ქსელში კურიოზულ ამბავზე წერს.

“ცოცხალი ანეკდოტი ფრონტის ხაზიდან.

სანგარში ვზივართ და Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მირეკავს ერთი საათის წინ, ინტერვიუს ჩაწერა მინდა, საერთაშორისო ლეგიონზე მასალას ვაკეთებო.

იწყებს კითხვების დასმას და მაგარი დაბომბვა დაიწყეს რუსებმა. “შენი ხმა ცუდად მესმის, რაღაც ხმაურია და იქნებ გააჩუმო ან თუ ტელევიზორია ხმას ჩაუწიოო” – მითხრა. არტილერიის ჩვენ ლეგენდას – მიშა ქამხაძეს ინსტიქტურად გავძახე – მიშა ინტერვიუს ვაძლევ და რუსები იქნებ გააჩუმო მეთქი.

ამ დედა@@@ების გაჩუმებას მთელი მსოფლიო ცდილობს და მაინც ხმაურობენ და მე მარტომ როგორ გავაჩუმოო – მიშას პასუხი დავუბრუნე ჟურნალისტს და იმის სიცილი უფრო ხმამაღალი იყო ვიდრე 120-იანი ნაღმების ხმა”,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები