LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანიკიძე: ბიძინა უკრაინის დროშით გამოვა, უკან ექნება ზელენსკის სურათი და ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას დაგმობს.. ახალ გუნდს ქმნის, არ არსებობს, ივანიშვილს „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს 

150
Untitled design

„ახალ რეალობაში, ღარიბაშვილს მანევრი აღარ დარჩება. ბიძინა [ივანიშვილი] უკრაინის დროშით გამოვა, უკან ექნება ზელენსკის სურათი და ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას დაგმობს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ახალ პოლიტიკურ გუნდს ქმნის და მის შემადგენლობაში მყოფი პირებიც დაასახელა:

„ღარიბაშვილი მისთვის უკეთეს შემთხვევაში გადაყენებული იქნება, უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, პასუხისგებაში იყოს მიცემული. ქვეყნის მოღალატეა, ქვეყანა რუსეთისკენ მიაბრუნა. მგონია, რომ ღარიბაშვილი იქნება ის პერსონა, რომელსაც მომდევნო ხელისუფლება გაასამართლებს. ბიძინა ივანიშვილი ამ მთავრობით არჩევნებში გასვლას არ აპირებს, გარანტირებული წაგება აქვს.

ჩვენ ვნახავთ სურათს, როდესაც რუსები ქერჩის ყურეს გასაბერი კამერებით გადასცურავენ, ამას ძალიან მალე ვიხილავთ. ყირიმის დაკარგვას შეეწირება ვლადიმერ პუტინი. სისტემური პრობლემებია, არც „ფე-ეს-ბე“ მუშაობს, არც არმია, არც თვითმმართველობა.

„ჩვენ ვიხილავთ ივანიშვილის გამოსვლას უკრაინის დროშის ფონზე, რომელიც დაგმობს „ქართულ ოცნებას”...იცით, რატომ გადაინახეს სერგეენკო?” - რას აცხადებს გუბაზ სანიკიძე

„ჩვენ ვიხილავთ ივანიშვილის გამოსვლას უკრაინის დროშის ფონზე, რომელიც დაგმობს „ქართულ ოცნებას”. იცით, რატომ გადაინახეს სერგეენკო?” - რას აცხადებს გუბაზ სანიკიძე

ღარიბაშვილი და პუტინი რაღაცას მოაბამენ თავს? ახალ რეალობაში, ღარიბაშვილს მანევრი აღარ დარჩება. ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს, ამ ხელისუფლებას.

ახალ პოლიტიკურ გუნდს შექმნის, ქმნის უკვე, ეს არის: სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა და კიდევ ვიღაცები. არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს რაიმე საქმეს აკეთებდეს და „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს, პერსონები გადანახული ჰყავს“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, მოქმედ ხელისუფლებას „ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გაუშვებს ციხეში“.

„რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა პრობლემების შექმნა და ამ პრობლემებით ვაჭრობაა. ჩვენ გვინდა, რუსეთის ჩეჩმაში ვიყოთ?

სულ „სტუმარ-მასპინძელზე“ საუბრობენ. შეკითხვა მაქვს იდიოტებთან და ნაძირალებთან – ჯოყოლას, რომ სცოდნოდა მის წინ მოსისხლე მტერი დგას, ციხე-კოშკში დაპატიჟებდა? ცოლს, აღაზას გააცნობდა? აფგან მუხთარლი, რომ გათოკეთ, ტომარა გადააცვით და ისე გადაიყვანეთ აზერბაიჯანში, მაშინ არ გახსოვდათ „სტუმარ-მასპინძელი“?

სულგაყიდულები და „ფეიკები“ ხართ. გინდა ქრისტიანობა, „სტუმარ-მასპინძლობა“, სახარება, ყველაფერში „ფეიკებით“ ხართ. „ქოცების“ „ლიდერშიფის“ ამოცანაა ხელისუფლებაში ეყაროთ და გამოხრათ ეს ქვეყანა. გეშინიათ პასუხისმგებლობის.

ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გაგიშვებთ ციხეში. როგორც ჩანს, დამატებითი ციხეების აშენება დაგვჭირდება იმდენი გაქვთ მიქარული და მირთმეული. ამის გეშინიათ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე: დავით აღმაშენებელი რომ ადგეს და ცოცხალი იყოს, ძელებზე გასმა იქნებოდა აქ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები