LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანიოლი კაშიაზე: „კარგი ღვინოსავით არის, ასაკის მატება უხდება… ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი კაპიტანია, დიდი იმედი მაქვს, ჩვენთან ერთად დიდხანს იქნება“

140
ვილი სანიოლი

სექტემბრის სანაკრებო მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ვილი სანიოლი გურამ კაშიას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გამოეხმაურა და ასევე იმედი გამოთქვა, რომ კაშია ეროვნული ნაკრების კაპიტანი დიდხანს იქნება.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. არც კი მიფიქრია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაკრებში კარიერას დაასრულებდა. კარგი ღვინოსავითაა, ასაკის მატება უხდება. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენი კაპიტანია, დიდი იმედი მაქვს დიდხანს იქნება ჩვენთან ერთად და გააგრძელებს გუნდის კაპიტნობას“, – აღნიშნა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი მატჩს ტირანაში, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g