LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტორინის და მიკონოსს ტურისტებისგან დაიცავენ

116
666c9e4de0790490181956ae

დაწყებული მომავალი წლიდან საბერძნეთი აპირებს, რომ პოპულარულ ტურისტულ კუნძულებზე კრუიზები შეამციროს. Business insider-ის ინფორმაციით, საუბარია მიკონოსსა და სანტორინიზე და სიახლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გაავრცელა.

საბერძნეთის ნაციონალური ბანკის ანგარიშით ირკვევა, რომ გასულ წელს ქვეყანამ 36 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით უფრო მეტია. მხოლოდ სანტორინის საკრუიზო ლაინერებით 1,3 მილიონი ადამიანი ესტუმრა, ეს მაშინ როცა ადგილობრივ მცხოვრებელთა რაოდენობა კუნძულზე 15 ათასს არ სცილდება.
ახალი შეზღუდვა გადამეტებულ ტურიზმთან ბრძოლის ნაწილი გახდება და ადგილობრივებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

კრუიზების ბილეთებს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით გაყიდიან, თუმცა ზუსტად რამდენი ადგილი იქნება ხელმისაწვდომი ჯერჯერობით არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები