LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცნებო ქორწილის“ დრამატული დასაწყისი – ჯეი ლოს დედამთილი ტრავმის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

5125
Untitledfd

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის „საოცნებო ქორწილის“ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბენის ვილაში, სადაც გრანდიოზული ცერემონიალი უნდა გამართულიყო, სასწრაფო მანქანა გამოჩნდა. როგორც ირკვევა, აფლეკის დედა,  კრისტინ ბოლდტი წაიქცა და ფეხი დაიზიანა. ჯეი ლოს დედამთილის, გადაუდებელი წესით კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც მას ჭრილობაზე ნაკერები დაადეს.

ფოტოები სულ ცოტა ხნის წინ „დეილი მეილიმ“ გაავრცელა. ანერვიულებული ბენი ბოლთას სცემდა, იქვე იყო ჯეი ლოც. წყვილი კლინიკაშიც გადაიღეს. დასავლური მედიის ცნობით, ბენის დედას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ამიტომ, იმედი ვიქონიოთ, რომ „ბენიფერის“ „საოცნებო ქორწილს“ ხელს ვერაფერი შეუშლის.

„ბენიფერის“ „საოცნებო ქორწილისთვის“ მზადება დაიწყო – დიდი ოჯახი ჯორჯიის შტატში ჩაფრინდა

მზად ხართ „საოცნებო ქორწილისთვის?!“ – რა ეცმება ჯეი ლოს, სად გაიმართება გრანდიოზული ცერემონიალი და ვინ მოხვდა სტუმრების სიაში – ყველაფერი „ბენიფერის“ N2 ქორწილის შესახებ

ჯეი ლო კიდევ ერთხელ დაიწუნეს – ბენ აფლეკის დედას ჯენიფერ ლოპესს ჯენიფერ გარნერი ურჩევნია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები