LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ხართ „საოცნებო ქორწილისთვის?!“ – რა ეცმება ჯეი ლოს, სად გაიმართება გრანდიოზული ცერემონიალი და ვინ მოხვდა სტუმრების სიაში – ყველაფერი „ბენიფერის“ N2 ქორწილის შესახებ

2270
Untitledyuyuyu

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვადევნებთ თვალს 20 წლის შემდეგ, ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ტრიუმფალურ დაბრუნებას. რამდენიმე კვირის წინ „ბენიფერმა“ იქორწინა და უამრავი თაყვანისმცემელი იმედგაცრუებული დატოვა მოკრძალებულის გადახდის ქორწილის გამო.

ქორწილი, რომელსაც 19 წელი ველოდით – ფოტო/ვიდეო “ბენიფერის” ქორწილიდან 

თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდის. ინსაიდერებმა New York Post-ს არაერთი საინტერესო დეტალი გაუმხილეს „ბენიფერის“ „საოცნებო ქორწილის“ შესახებ.

გრანდიოზული ქორწილი ბენ აფლეკის რანჩოზე გაიმართება, რომელიც ჯორჯიის შტატში მდებარეობს.

„სავარაუდოდ, მათი ქორწილი შაბათს გაიმართება და ორდღიანი იქნება, წყვილი დილამდე ცეკვას აპირებს. კვირას კი ბუნებაში პიკნიკიც მოეწყობა. პატარძალი არაერთ კაბას მოირგეს“, – აცხადებენ ინსაიდერები.

ასევე ცნობილი ხდება, თუ რომელი ბრენდის კაბა ეცმება პატარძალს. 53 წლის ჯეი ლოს „რალფ ლაურენის“ კაბა დაამშვენებს, რომელიც სპეციალურად მისთვის, იტალიაში შეიკერა.

სტუმრების სიაში მოხვდნენ: მეტ დეიმონი ოჯახთან ერთად, ჯიმი კიმელი, კეისი აფლეკი და კიდევ უამრავი ვარსკვლავი.

„ბენთან ყოველი დღე თაფლობის თვეა“ – „ბენიფერი“ გრანდიოზულ წვეულებას აანონსებს 

მისტერ და მისი აფლეკების სასახლე – ნახეთ „ბენიფერის“ „სასიყვარულო ბუდე“ 60 მილიონ დოლარად 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები