LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენთან ყოველი დღე თაფლობის თვეა“ – „ბენიფერი“ გრანდიოზულ წვეულებას აანონსებს

534
page

სასიყვარულო კავშირი, რომელიც უკვე რა ხანია ატყვევებს საზოგადოებას, ქორწინებით დაგვირგვინდა. ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ლას-ვეგასში, ვიწრო წრეში შეჰფიცეს ერთმანეთს მარადიული სიყვარული. „ბენიფერის“ გულშემატკივრები მცირედ გულნატკენები დარჩნენ, რადგან საზოგადოება მათ გრანდიოზულ საქორწინო ცერემონიალს ელოდა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გამოცემა People-ს წყვილთან დაახლოებულმა პირმა აცნობა, რომ მთავარი მოვლენა წინ არის, 52 წლის ჯეი ლო და 49 წლის ბენი გრანდიოზული წვეულების მოწყობას გეგმავენ.

ახლახან გავრცელდა ლოპესის პოსტიც. მან თაფლობის თვეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, თუ სად გაემგზავრებიან, თუმცა ისიც დასძინა, რომ ბენთან ყოველი დღე თაფლობის თვეა.

„ჩვენ ეს გავაკეთეთ… სიყვარული, ეს მშვენიერია.  ჩვენ ჩავფრინდით ლას-ვეგასში, დოკუმენტებისთვის სხვა წყვილებთან ერთად დიდ რიგშიც მოგვიწია დგომა და ყველას ერთი რამ გვსურდა, საკუთარი სიყვარული გაგვეზიარებინა ჩვენი პარტნიორებისთვის და სამყაროსთვის“, – წერს ჯეი ლო.

„ეს საქორწილო კაბა ჩემს ფილმში მეცვა და მას წლებია ვინახავ, ბენმაც პიჯაკი მისი ძველი გარდერობიდან აარჩია“- ჯენიფერ ლოპესი

გაიცანით ჯენიფერ აფლეკი – ჯენიფერ ლოპესი ქორწინების შემდეგ ქმრის გვარზე გადავიდა

ვიდეო: „როცა ჯეი ლოსთან პირველი ღამე გქონდა“ – „ბენიფერი“ ქორწილის შემდეგ პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები