როგორც ცნობილია, „ბენიფერის“ ქორწილი ლას-ვეგასში, მოკრძალებულად გაიმართა. თუმცა, როგორც ჩანს, ცერემონია და საქორწინო ციებ-ცხელება მაინც დამღლელი იყო. ქორწილის შემდეგ, ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი პირველად გამოჩნდნენ. მანამ, სანამ ჯეი ლო ლოს-ანჯელესში ენერგიულად ცეკვავდა მაყურებლის წინაშე, ბენი მას მანქანაში, ნახევრად მძინარე ელოდებოდა.
ფოტოებმა მალევე დაიპყრო ინტერნეტსივრცე და 49 წლის აწ უკვე დაქორწინებული ბენის არაერთი „მემეც“ გაჩნდა.
„როცა ჯეი ლოსთან პირველი ღამე გქონდა“, „აშკარად დაქანცული და ნატანჯია“, „ამ დროს ჯეი ლო კვლავ ენერგიულადაა“, – წერენ კომენტარებში.
ქორწილი, რომელსაც 19 წელი ველოდით – ფოტო/ვიდეო “ბენიფერის” ქორწილიდან
გაიცანით ჯენიფერ აფლეკი – ჯენიფერ ლოპესი ქორწინების შემდეგ ქმრის გვარზე გადავიდა