LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალების პატრული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა – დავით ქაცარავა

163

რუსული საოკუპაციო ძალების სამი პატრული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა  –  ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა ავრცელებს.

„ორჭოსანის საოკუპაციო ბაზიდან 37 სადამკვირვებლო დღის განმავლობაში პირველად გამოჩნდა ოკუპანტების 3-კაციანი პატრული ძაღლთან ერთად (გერმანული ნაგაზი), რომელიც მოძრაობდა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ და ასევე გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან, დაახლოებით, 200-300 მეტრით სოფ ყარაფილას თავზე/მიმართულება სოფ.კოდისწყარო.
ამ წუთას გამოჩნდნენ EUMM წარმომადგენლები,“ – წერს ქაცარავა facebook-ის საკუთარ გვერდზე.

როგორც “ფორტუნას” დავით ქაცარავამ განუცხადა, საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები ამ დროსითვის მხედველობის არედან მიიმალნენ .

„სამხედროები სოფელ ყარაფილას თავზე მოძრაობდნენ, სოფელ კოდისწყაროს მიმართულებით, კარგად შეიმჩნეოდა, რომ შემოვიდნენ  ბანერებით განსაზღვრული საოკუპაციო ხაზის აქეთ და ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ,“ – განაცხადა ქაცარავამ „ფორტუნასთან“.

მისი ინფორმაციითა, ამ წუთებში ადგილზე უკვე იმყოფებიან სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები და ქართული პოლიცია.

აქცია “ძალა ერთობაშია”, რომლის ერტ-ერთი მთავარი ინიციატორია დავით ქაცარავა, უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო ხაზთან მუდმივად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან მუდმივად მორიგეობენ და მონტორინგს უწევენ ოკუპანტების მხრიდან ოკუპაციის ხაზის დარღვევას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები