LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. სასაზღვრო ბანერებზე უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს ვანდალიზმს უწოდებს

61
საუკუპაციო ბანერი

ე.წ. სასაზღვრო ბანერებზე სამოქალაქო აქტივისტების მიერ უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს — „დიდება უკრაინას“, საოკუპაციო რეჟიმი ვანდალიზმს უწოდებს.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ამ საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ, სადაც ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებსა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე საუბრობენ, შეხვედრებზე საოკუპაციო რეჟიმი თავის მოთხოვნებსაც აყენებს.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადება პროპაგანდისტული შინაარსისაა, სადაც წერია, რომ თითქოს საქართველო უკრაინის რევანშისტულ განწყობებს ახალისებს — „მხარს უჭერს ლუგანსკისა და დონეცკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის აგრესიას“.

აღსანიშნავია, რომ ლუგანსკი და დონეცკი თვითგამოცხადებული რესპუბლიკებია და მათზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი რუსეთია. დღეს კი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი დაბომბეს – მძიმე არტილერიის გამოყენების შედეგად, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა.

ცნობისთვის, 14 თებერვალს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად საოკუპაციო ბანერები გადაღება.

თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სამთავრობო ძალებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

magti 5g