საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან 60 წლამდე მწყემსი დააკავა.
ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ტარიელ ვათიაშვილი ადასტურებს.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა სამხედროებმა სოფლის საძოვარზე დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს.