LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმმა თბილისის მკვიდრი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა

86

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისში მცხოვრები „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, ღამით აიყვანეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ამოქმედებეულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g