LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე: კომისიის დასკვნა

46
1

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კუნკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით. დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.” – ამის შესახებ წერია დადგენილების პროექტში, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის შედეგად შეიმუშავა.

როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

“გამოვავლინეთ კონკრეტული პრობლემები და ხარვეზები, გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რომელიც გადათვლის პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. აღნიშნული უკავშირდებოდა იმ გარემოებებს, რაც გამოწვეული იყო რიგ შემთხვევებში და უფრო მეტ შემთხვევებში, სტრესული გარემოთი და პანდემიური სიტუაციით, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების გულგრილობას, ხოლო რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა დაბალი კომპეტენციის ფაქტები.” – თქვა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის წევრმა, გივი მიქანაძემ.

დადგენილების პროექტში წერია, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე, თუმცა, დადგინდა, რომ მონაცემები, თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია არა ფაქტის, არამედ მხოლოდ ვარაუდის სახით:

“ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე, თუმცა, დადგინდა, რომ ანგარიშებში შესაბამისი მონაცემები, თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია არა ფაქტის, არამედ მხოლოდ ვარაუდის სახით, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები.” – აღნიშნულია დადგენილების პროექტში, რომელიც კომისიამ შეიმუშავა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ცესკო-მ საარჩევნო უბნებზე კოვიდუსაფრთხო გარემო უზრუნველყო, ხოლო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში:

“საპარლამენტო არჩევნების, წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კუნკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით. დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცესკო-მ საარჩევნო უბნებზე კოვიდუსაფრთხო გარემო უზრუნველყო, ხოლო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში.” – აღნიშნულია დგენილების პროექტში.

როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული:

◼  გადათვლის შედეგები შედარდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს და აღმოაჩინეს 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი;

◼  ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს გამოაკლდა პრობლემურად მიჩნეული უბნების მონაცემები და დაფიქსირდა 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი.

◼კომისიამ მონაცემების შედარების შედეგად დაადგინა, რომ ოფიციალურ მაჩვენებელთან გადათვლის შედეგად მიღებული მონაცემები “მიზერულად” განსხვავდებოდა.

შეგახსენებთ აღნიშნული დასკვნით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს წარსდგება. პარლამენტი კენჭისყრით გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ეს დადგენილება. დადგენილების მისაღებად აუცილებელია დეპუტატების უმრავლესობის თანხმობა, მაგრამ არანაკლებ 51 ხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები